როგორც პეტრიაშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, დღეს ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის აუდიტის სამსახური პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არის გამოყენებული.
„სტატია შეკვეთილია, ხელისუფლება განაგრძობს ამ მეთოდებით ბრძოლას და მათ არაერთხელ მოეცარათ ხელი ამგვარ ბინძურ კამპანიაში ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. ეხლა „თავისუფალი დემოკრატები“ კვლავ მიზანში არიან, მაგრა ეს კამპანიაც მარცხისთვის არის განწირული. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მიხედონ და გამოეძიათ ნეპოტიზმის და კორუფციის ფაქტები, ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძვიან. თუ დავაკვირდებით სტატიის სტილს, ბიძინა ივანიშვილის ხელწერას ძალიან ჰგავს. თუმცა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჩნდებოდა ესეთი შეკვეთილი მასალები ალასანიას წინააღმდეგ, მაგრამ შედეგებ ვერ გამოიღო. დასკვნა ჩემ დროს დასრულებული არ იყო. საერთოდ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მაქსიმალური მობილიზება ხდება, მათ შორის აუდიტის სამსახურის. ისინი გამოყენებული არიან პოლიტიკურ ბრძოლაში. რეალურად ეს ბრძოლა მათთვის უშედეგო იქნება. რაც შეეხება კონკრეტულად დასკვნას, რომელზეც დაიწერა, ვრცელი კომენტარის გაკეთებას არ საჭიროებს. მე არაფერი დასამტკიცებელი არ მაქვს. არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
კაბელების გახმაურებული საქმის შემდეგ ირაკლი ალასანიას გუნდი მორიგ ფინანსურ სკანდალში ეხვევა. ამჯერად საქმე ალასანიას თანაპარტიელ ალექსი პეტრიაშვილს ეხება, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, ევროინტეგრაციის სამინისტროში დიდი ოდენობით საწვავი არამიზნობრივად იხარჯებოდა. სავარაუდოდ აუდიტის ამ ანგარიშით მალე პროკურატურა დაინტერესდება და არ არის გამორიცხული, ალასანიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დაკითხვაზე გამოიძახონ.
მასალის გამოყენების პირობები






