პარლამენტი არჩეულია ხალხის მიერ და მას უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 13:02, 06 Jul, 2015     980
პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელის საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის საკითხზე მუშაობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრება. როგორც უსუფაშვილმა სიტყვით მიმართვისას განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა უფრო ღია იყოს.

„პარლამენტი არჩეულია ხალხის მიერ და მას უნდა ჰქონდეს ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ყველა იმ საკითხზე რაც პარლამენტში იხილება. ამასთან, ეს კომუნიკაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცალმხრივი. მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს ყოველდღიური შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია უკეთ გამოხატოს განსახილველ საკითხებზე. ხშირად არის ჩივილი, რომ კომიტეტის სხდომაზე უცებ ჩნდება საკითხი, რომელიც წინასწარ არ იყო დღის წესრიგში და დაინტერესებულ პირს არ ჰქონდა საშუალება, ის ამ თემას გაცნობოდა. ერთი მხრივ, ეს გარდაუვალია რადგან ცხოვრება დინამიურია და შეიძლება ეს თემა გუშინ გაჩნდა, მაგრამ მეორე მხრივ, ბოროტად არ უნდა ვისარგებლოთ ამ ტიპის ნოვაციებით. ასევე არის თემები, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს ისე, რომ შეიძლებოდეს მასზე კომენტირება. კანონი სიცოცხლეს იწყებს მისი შექმნის მომენტიდან და ჩვენთან მთავრდება კანონზე ფიქრი, როგორც კანონს მივიღებთ - ჩაითვალა რომ მორჩა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42