საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები არ შეჩერდება.
"მთავარი სოციალური პაკეტები და პროექტები, რომელიც მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით, არ შეჩერდება და არ შემცირდება, ამ მხრივ ბიუჯეტში ცვლილებები ა ნაწილს არ შეეხება და ყვლა პროექტი, რომელიც ხორციელდება და სადაც პრიორიტეტად განისაზღვრა ჩვენი მოქალაქეების სოციალური და სამოქალაქო უფლებების დაცვა ეს რჩება“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უკვე ცნობილია, რომ ბიუჯეტის შემცირებულ ვარიანტს „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ უჭერს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად შეკვეცისა, ბევრი საკითხი მოუგვარებელი რჩება.
შეგახსენებთ, რომ სამინისტროებმა შემცირებული ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს. მთავრობა ხარჯებს 160 მილიონი ლარით შეამცირებს. ხარჯვითი ნაწილილი განსაკუთრებით შეუმცირდებათ განათლების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს.
მასალის გამოყენების პირობები






