კერესელიძის განცხადებით, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ვითარება, საბერძნეთი საქართველოს მეგობარი, პარტნიორი, ერთმორწმუნე ქვეყანაა და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას საქართველომ პატივი უნდა სცეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საბერძნეთის სახელმწიფოსთან. ეს არ უშლის არაფერს ხელს, რა მთავრობაც არ უნდა მოვიდეს იქ, რადგან ურთიერთობის გაგრძელება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ გვინდა, რომ ეს რთული სიტუაცია რაც შეიძლება მალე განიმუხტოს და საბერძნეთი ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს“ - განაცხადა დავით კერესელიძემ.
შეგახსენებთ, საბერძნეთში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვყნებული ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმის მონაწილეთა 61.3%-მა საერთაშორისო კრედიტორების მიერ შემოთავაზებული მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. პრემიერ ციპრასის განცხადებით, კრედიტორებთან მოლაპარაკებას რეფერნდუმის შედეგების გამოქვეყნებისთანავე დაიწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები






