ზურაბ ჟვანიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
პოლიტიკა - 21:31, 05 Jul, 2015     2423

ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლო პროცესი 8 ივლისიდან დაიწყება. "რუსთავი 2"-ს ცნობით, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. მათ წინაშე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე და ყოფილი პრემიერის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ ძაძამია წარდგებიან.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გასამართლება თავად ჟვანიას დაცვის წევრებმა მოითხოვეს.

"ნაფიცი მსაჯულები საზოგადოების წევრები არიან და საქართველოს მოქალაქეები. ჩვენი გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით სწორედ ამან განაპირობა. გვინდა, რომ საქმეს გაეცნოს საზოგადოებას. ღიად საჯაროდ გამოვიტანთ გარემოებებს და ამის შემდეგ საზგოდოებამ განსაჯოს რამდენად სწორედ მოიქცა კობა ხარშილაძე,"- აცხადებს ბრალდებულების ადვოკატი ბექა ბასილაია.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასობით კანდიდატმა გასაუბრება გაიარა, შერჩეული პირები განაჩენს ჟვანიას საქმეზე დაახლოებით ერთ თვეში გამოიტანენ.

მათი გადაწყვეტილება საბოლოო იქნება და გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება.

პროცესზე მოწმის სახით დაიკითხებიან ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ბარამიძე, გოკა გაბაშვილი და მიხეილ მაჭავარიანი.

პროკურატურამ ჟვანიას დაცვის სამსახურის წევრებს წაუყენა ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით, რამაც სიკვდილი გამოიწვია. განაპირობა თუ არა პრემიერის გარდაცვალება უსაფრთხოების სამსახურის გულგრილობამ, ამას ნაფიცი მსაჯულები დაადგენენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42