„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, ლარის გაუფასურებით ყველაზე მეტად „ქართუ ბანკმა“ ისარგებლა.
ამის შესახებ ნათელაშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა.
შალვა რამიშვილის კითხვაზე, თუ რა მექანიზმით მოახერხა ეს „ქართუ ბანკმა“, ნათელაშვილმა უპასუხა:
„სხვათაშორის შენი ანგარიშებიც „ქართუ ბანკშია გახსნილი. ბანკმა გამოიყენა ივანიშვილის პოლიტიკური ძალაუფლება. ხელფასების გაცემა მუშაკებზე „ქართ ბანიდან“ ხდება. პატრულსაც ეს ბანკი ემსახურება. რაც მსხვილი მომსახურებაა ყველაფერი „ქართუ ბანკმა“ ჩაიგდო ხელში. თქვენ ადვოკატი ხართ ბიძინასი და ამაზე ნუღარ ვიდავებთ. ადვოკატმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, სხვანაირად იმ ანგარიშებს გაგიუქმებენ და შენ ცოდვაში ჩავდგები. გახსოვს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი მიდის საქართველოდანო, მიირბინე „ქართუ ბანკში“ საკუთარი ანგარიშის გადასამოწმებლად. ვიცი, ივანიშვილმა თქვენ მილიონობით თანხა გადმოგირიცხათ“, - მიმართა ნათელაშვილმა რამიშვილს.
მასალის გამოყენების პირობები






