„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს და „მილიონერ დეპუტატებს“ აკრიტიკებს იმის გამო, რომ მათ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად არაფერი გაიღეს.
როგორც „იმედის კვირაში“ ნათელაშვილმა განაცხადა, „ქართუ ბანკმა“ მას შემდეგ გადარიცხა ფული დასახმარებლად, რაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, თუ რატომ არ ეხმაურებოდა ექსპრემიერის მოსახლეობას.
„გამცდენ მილიონერ დეპუტატებს კაპიკი არ გაუღიათ, ერთი ნაყინი და ლიმონათი არ მოიტანიათ. მაგათ რამე გააკეთონ და ქვეყანა არ შეყარონ, ეგ ხო გამორიცხულია. ყველა ჩამალულია ჩირგვებში. გაკვირვებული დავრჩი, რომ კრიმინალური რეჟიმის მეთაური ბიძინა ივანიშვილი ჩირგვებში იყო ვეფხვის გვერდით გაყუჩებული ლაგუნა ვერზე, კაპიკ ფულს არ დებდა, სანამ არ გამოვაგდეთ ბუნაგიდან და არ ვკითხეთ შენ წვლილი შეგაქვს სტიქიური უბედურების ლიკვიდაციაში. შემდეგნ ნება იბოძა და ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკმა 2 მილიონი გადაურიცხა ხალხს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






