აშშ-ს საელჩოს ეზოშიში ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს, ღონისძიებას 1000 მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები.
„ამერიკის დამოუკიდებლობის დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ეს ჩემი უკანასკნელი დამოუკიდებლობის დღეა, რომელსაც საქრთველოს ელჩის რანგში აღვნიშნავ. ჩვენი საელჩო ამ დღეს ტრადიციულად ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად ატარებს, რომელიც დიდ როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში,“ - განაცხადა აშშ ელმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა.
კონგრესმენი პიტერ როკემის განცხადებით, საქართველო თავისუფლებისათვის ბრძოლის ავანგარდში დგას, იგერიებს რუსეთის აგრესიას და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას ამ ძალისხმევაში.
„ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ გაიზიაროს ის თავისუფლება, რომლითაც ამაყობს ამერიკა,“ - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგლიმ.
მასალის გამოყენების პირობები






