ქუთაისში 35-მა დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინები მიიღო
პოლიტიკა - 14:29, 05 Jul, 2015     1295

35-მა დევნილმა ოჯახმა, 21-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ახალმოსახლეობა იზეიმა-საცხოვრებელი ბინების გასაღებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ პირადად გადასცა.

მთავრობის მეთაურმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, დღეს ქუთაისის ცენტრში ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.

“როდესაც ჩვენი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოვიდა, განსაკუთრებულ პრიორიტეტად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სათანადო პირობების შექმნა დავისახეთ. ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ იმ წარმოუდგენელ პირობებში, როგორშიც წლები გაატარეს და ეტაპობრივად ჩვენ დავძლევთ ამ პრობლემას. სწორედ ამ ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვას. ჩვენ უკვე შევისყიდეთ 35 ბინა ამ კორპუსში, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს კიდევ 18 ბინას ჩავიბარებთ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, პროექტი იძლევა ქართველი მენაშენეების წახალისების, დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის საქმეში მენაშენეების ჩაბმის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ზოგადად სამშენებლო ბიზნესის განვითარებას.

ახალმოსახლე ოჯახებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს მთვრობის მიერ დევნილი მოსახლეობისთვის გაწეული ზრუნვისთვის.

"მადლობა გეკუთვნით თქვენ ამდენი მოთმინებისთვის და გაჭირვების ღირსეულად გადატანისთვის,"- განუცხადა პრემიერმა დევნილებს.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. დღეს, შმიდტის ქუჩა N2-ში არსებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი 35-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. დარჩენილი 18 ბინა დევნილ ოჯახებს 2015 წლის ბოლოს გადაეცემათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42