ესპანურმა საინფორმაციო სააგენტო EFE-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "საქართველო ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში შესვლის იმედით ხვდება", სადაც ესპანელ ჟურნალისტს საქართველოს გეგმებისა და ამოცანების შესახებ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ესაუბრება.
თინათინ ხიდაშელმა აქცენტი აგვისტოში საქართველოში დაგეგმილ NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოსლტენბერგის ვიზიტსა და მის შედეგებზე გააკეთა.
როგორც ცნობილია. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა.
„ნატოს გაფართოების ციკლი არ უნდა შეწყდეს. ეს ჩვენ ოპტიმიზმს გვმატებს“ – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.
ხიდაშელმა საქართველოს ნატოში მისწრაფებასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან უარყოფით რეაქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის დამოკიდებულების მიუხედავად საქართველოს არჩევანი არ იცვლება.
მასალის გამოყენების პირობები






