თბილისის საკრებულო დღეს სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესს დაამტკიცებს. ამ საკითხის განხილვისთვის დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე იკრიბებიან.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ოპოზიციონერთა განმარტებით, აუცილებელია დაზარალებულთათვის დახმარება სასწრაფოდ იქნას გამოყოფილი.
როგორც ცნობილია, დოკუმენტში ბინით უზრუნველყოფის 2 პრინციპია გაწერილი. პირველ კატეგორიაში შედიან დაზარალებულები, რომლებიც საცხოვრებელს მიიღებენ სულადობის მიხედვით, მეორე კატეგორიაში კი შედიან დაზარალებულები, რომლებიც მიიღებენ თანხას ქონების საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით.
იმ ოჯახებიდან, რომლებსაც ქონება სრულად გაუნადგურდათ პრიორიტეტი მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებს მიენიჭებათ. დაზარალებულებს საოჯახო პაკეტიც გადაეცემათ, რომლის მინიმალური რაოდენობა 8 ათასი ლარი, მაქსიმალური კი 10 ათასი იქნება.
ზარალის ანაზღაურების წესში დაზიანებული ავტომობილების კომპენსაცია ვერ მოხვდა.
13 ივნისის შემდეგ დახმარებას სტიქიით დაზარალებული 161 ოჯახი ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები






