საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
პოლიტიკა - 18:06, 04 Jul, 2015     794
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა კონგრესმენებს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაზე გაამახვილა და საქართველო-აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მუშაობის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარების ხელშეწყობა. საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებასაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის. ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ „ხელშეკრულებების“ დაუშვებლობა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკას შორის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება იყო. მხარეებმა ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. როგორც კონგრესმენებმა აღნიშნეს, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესმენების დელეგაციას რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტერ როსკემი ხელმძღვანელობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42