"რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს"- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ბირთვული ბირთვული სტრატეგიის გადახედვაზეც ისაუბრა და მხარეებს შორის ახალი ცივი ომის არსებობა უარყო, მისი თქმით რუსეთი ბირთვულ პოტენციალის განახლებაზე ალიანსის პასუხი მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს.
"შევხედოთ რას აკეთებს რუსეთი. მოსკოვი მზადაა გამოიყენოს ძალა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ, ამიტომაც ჩვენ უკვე გავაძლიერეთ საბრძოლო მზადყოფნა და ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე სამხედროების რიცხვი გავზარდეთ, გავააქტიურეთ საჰაერო პატრულირება და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ბულგარეთში პოლონეთსა და რუმინეთში შტაბბინები მოვაწყვეთ,"- განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებებს ალიანსი პროპორციული და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები






