გიორგი მღებრიშვილის თქმით, მისთვის მისაღებია ობიექტური კრიტიკა და არგუმენტირებული რეკომენდაციები, თუმცა პატიმრების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში არ ფიქსირდება.
"ბატონი უჩა გვაოცებს თავისი ნოვაციური აღმოჩენებით. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩემთვის ობიექტური კრიტიკა აბსოლიტურად მისაღებია და არგუმენტირებულ რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
სახალხო დამცველს მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე-5 დაწესებულებაში ქალი პატიმრების მიღების და შემოწმების პროცედურებზე მათ სრულ გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ., სასჯელაღსრულების უწყებამ სპეციალური განცხადებითაც უპასუხა სადაც ნათქვამი იყო, რომ სრული შემოწმება უტარდებათ მხოლოდ იმ მსჯავრდებულებს, რომლებზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი დაწესებულებაში აკრძალული ნივთების შეტანას ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები






