ცვლილებები უწყებიდან უსაფრთხოების სამსახურის ცალკე გამოყოფას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით იცვლება ე.წ. ოდეერების ინსტიტუტიც.
„იყო ბრალდებები თითქოს ახალი უშიშროების სამინისტრო იქმნება. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ სამსახურის დაკომპლექტება მოხდება პროფესიული ნიშნით. სამსახურის ხელმძღვანელი არ იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი და მთავრობის წევრი, შესაბამისად იგი დისტანცირებული იქნება პოლიტიკური პროცესებისგან. ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი ამ ინსტიტუტის მიუკერძოებლობისთვის და დამოუკიდებლობითვის. მნიშვენლოვანია, რომ ეს სამსახური ანგარიშვალდებული იქნება როგორც მთავრობის ასევე პარლამენტის წინაშე,“- განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, შსს-ს ოდეერებს, საჯარო სამსახურების მიერ კონტრაქტით აყვანილი უსაფრთხოების ოფიცერი ჩაანაცვლებს.
საკანონმდებლო პაკეტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, არცერთის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






