სასჯელაღსრულების სამინისტრო ქალ პატიმართა შემოწმების წესზე განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 12:00, 04 Jul, 2015     1169
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის ანგარიშში ქალ პატიმართა შემოწმების წესთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნას განცხადებით პასუხობს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სრული შემოწმება უტარდებათ მხოლოდ იმ მსჯავრდებულებს, რომლებზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი დაწესებულებაში აკრძალული ნივთების შეტანას ცდილობენ.

განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთ საკითხად მითითებულია ქალი მსჯავრდებულების შემოწმების პროცედურა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ სრული შემოწმება უტარდებათ მხოლოდ იმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომელთა მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნების/ნივთიერებების (მობილური ტელეფონების, ბასრი და მჭრელი საგნების, ნარკოტიკების და სხვა) შეტანას ცდილობენ. ამ ღონისძიების ჩატარების მიზანს პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების შეტანის პრევენცია და დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცედურა გათვალისწინებულია ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 11 იანვარს დამტკიცებული ევროპული ციხის წესების 54-ე პუნქტით, რომელიც შემუშავებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) სტანდარტების საფუძველზე.

საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ამ მხრივ სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, კერძოდ ბრალდებული/მსჯავრდებულის სრული შემოწმება ტარდება სხვა პირებისაგან იზოლირებულად, იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. შემოწმების პროცესში დაცულია პატიმრის პატივი და ღირსება. სრული პირადი შემოწმების ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, ოქმს ხელს აწერს ბრალდებული და დაწესებულების ის მოსამსახურე, რომელიც შემოწმებას აწარმოებდა,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42