გიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 10:46, 04 Jul, 2015     1053
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა."თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. მსურს გამოვიყენო მოცემული შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ის მხარდაჭერისა და ურყევი პოზიციისათვის.

ბატონო პრეზიდეტო, საქართველო მტკიცედ დაიცავს თავისუფლებასთან, დემოკრატიასა და მშვიდობასთან დაკავშირებულ ჩვენს საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან მსოფლიოში სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. თქვენს ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო, მე მჯერა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ისტორიული კავშირები და ხანგრძლივი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის,"-ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ გაგზავნილ წერილში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42