მთავრობის წევრებს The Washington Post-ში საქართველოზე გამოქვეყნებული სტატია არ უნახავთ, თუმცა ამბობენ, რომ კურსის გადახვევაზე საუბარი გადაჭარბებულია.
„ჩვენ ევროპულ და დასავლურ გზაზე ვმოძრაობთ და ვომიძრავებთ ძალიან დიდი წარმატებით. რაც შეეხება რაიმე ტიპის ჯგუფების ან საზოგადოების გაძლიერებას და იმის თქმას, რომ საქართველოში კრემლის მოძრაობა შეინიშნებოდეს, ეს არის გადაჭარბებული“, - ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
საქართველოს მხრიდან დასავლური კურსის შეუქცევადობაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრიც.
„სტატია არ მინახავს და რთული იქნება ეხლა ჩემი კომენტარი ერთი კონრეტული ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველო მიყვება განუხრელად ევროპულ და ევროატლანტიკური ალიანსის გზას“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
„მიუხედავად წარსული უთანხმოებისა რუსეთთან, ქართველები მათ ორბიტაზე ბრუნდებიან“ - Washington Post-ი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე სტატიას აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, მიუხედავად უახლოეს წარსულში, 2008 წლის აგვოსტოს ომისა და ქართული მახრის ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვისა, ქვეყანაში პრორუსული განწყობის ადამიანების რაოდენობა იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები






