ოპოზიციაში აცხადებენ, რომ The Washington Post-ში საქართველოზე გამოქვეყნებული სტატიაში მოყვანილი ანალიზი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
"საქართვლოს ფლირტი რუსეთთან არის ის ზიანი, რომელიც საქართვლოს ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა" – განაცხადა გიორგი კანდელაკმა ამ საკითხზე კომენტირებისას.
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად იმუშაონ ქვეყნის შიგნით, რომ დაარწმუნონ მოსახლეობა მათი სწორი არჩევანის შესახებ.
დავითა ბაქრაძის თქმით, თუ დასავლეთში გაჩნდება ისეთი განწყობები, როგორიც სტატიაში ჩანს, ეს საქართველოსთვის ძალიან სახიფათო იქნება.
„თუ დასავლეთში გაჩნდა ასეთი განწყობები ეს არის უაღრესად საშიში საქართველოსთვის ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარ მივიღებთ დახმარებას ჩვენ მთავარ ეგზისტენციალურ ინტერესში, რაც მდგომარეობს საქართველოს ევროპაში გაწევრიანებაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ The Washington Post-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით- „მიუხედავად წარსული უთანხმოებისა რუსეთთან, ქართველები მათ ორბიტაზე ბრუნდებიან“. სტატიაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განწყობის ადამიანების რაოდენობა იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები






