რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ 12 თვიან ვადაში რუსეთი და საქართველო კომპენსაციის რაოდენობასთან დაკავშირებით, წულუკიანი კომუნიკაციის არარსებობით ხსნის.
"რუსეთის მხარესთან კომუნიკაცია არ იყო და ვერ იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს და რუსეთს არ აქვთ ოფიციალური კონსულტაციების ფორმატი და მითუმეტეს, ეს ფორმატი არ გამაჩნია მე, იუსტიციის მინისტრს, რუსეთის იუსტიციის მინისტრთან. ამიტომაც მე წარმომედგინა, რომ ეს ფორმატი შეიძლებოდა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოს ფარგლებში. ეს ვერ მოხერხდა. ჩვენს მიერ დოკუმენტაცია წარდგენილია. ჩემთვის უცნობია რუსეთის მხარემ თუ წარადგინა ამ ვადაში რაიმე დოკუმენტეცია, ამას შევიტყობთ დღე დღეზე, როდესაც სტრასბურგი გაცვლის მხარეების პოზიციებს. ამის შემდეგ სტარსბურგის სასამართლო იმსჯელებს ჩვენს შეთავაზებაზე. კონკრეტული ვადები თუ როდის უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს, არ აქვს, მაგრამ როგორც კი გამოიტანს გადაწყვეტილებას თანხის გადახდაზე საქართველოს სასარგებლოდ, აღსრულება დაევალება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური პრობლემაა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის და ყველაზე გართულებულ შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






