გადამყიდველებს სუპერთასის ბილეთების ინტერნეტში გაყიდვას შსს ვერავის დაუშლის - გომელაური
პოლიტიკა - 17:42, 03 Jul, 2015     1846

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბარსელონა-სევილიას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების ე.წ. გადამყიდველებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მინისტრის თქმით, მისი უწყება ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მას კონკრეტული დარღვევებით მოქალაქეები მიმართავენ.

"თუ ვინმე მოგვმართავს რაიმე დარღვევაზე ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას, მაგრამ ეს უფრო ფინანსური საკითხებია და ალბათ ფინანსური პოლიცია დაინტერესდება ამ თემით. ჩვენ თუ რაიმე დარღვევა იქნება და მოგვმართავენ რა თქმა უნდა, დავიწყებთ გამოძიებას, მაგრამ ვინმე თუ რამეს ყიდის ინტერნეტში რაღაც ფასად, ჩვენ მაგაზე ვერ ვეტყვით რატომ ყიდის ამ ფასად", - განაცხადა გომელაურმა.

"ონლაინ-გადამყიდველები" ბარსელონა - სევილიას სუპერთასის ბილეთებს ყიდიან. mymarket-ზე ამ დროისთვის იძებნება ორი განცხადება, რომლის მიხედვითაც თითო ბილეთის ღირებულება 300 დოლარია.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციაში მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ გადამყიდველებისაგან ელექტრონული ბილეთები არ შეიძინონ, რადგან ისინი შესაძლოა ყალბი იყოს, ასევე სუპერთასის მატჩზე შესვლის ერთ-ერთი წესის მიხედვით, დამატებითი გადამოწმების შემთხვევაში, მომხმარებლებს შეიძლება ბილეთთან ერთად პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოსთოვონ, ამიტომ, აუცილებელია იმ პირის დასწრება, ვინც ბილეთები თვითონ შეიძინა ონლაინ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42