გიორგი აბაშიშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამა
პოლიტიკა - 16:51, 03 Jul, 2015     366
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა დღეს თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტი კონკრეტული შედეგებით დასრულდა.

"რამდენიმე საათის წინ დასრულდა თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და შეგვიძლია უკვე კონკრეტულ შედეგებზე ვილაპარაკოთ. უმთავრესი, რაც თამამად შეიძლება ითქვას არის ის, რომ საქართველოსა და თურქმენეთის ურთიერთობები, განსაკუთრებით სატრანსპორტო-ეკონომიკური და ლოჯისტიკური თანამშრომლობის სფეროში, აბსოლუტურად ახალ სტადიაზე გადადის. უმაღლეს პოლიტიკურ, პრეზიდენტების დონეზე მიღწეულია შეთანხმება და არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თურქმენეთისთვის საქართველო განხილულ იქნება უმთავრეს პარტნიორად, ერთი მხრივ, ენერგორესურსების ევროპის მიმართულებით გადაადგილების თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი, სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობის კუთხით", - განაცხადა აბაშიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლმა აღნიშნა, საქართველოს ლოჯისტიკურ ცენტრად ფორმირებასთან დაკავშირებით თურქმენეთის მხრიდან გამოხატულ ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიერ ''უფრო აქტიური ქმედებების განხორციელება'' უნდა მოჰყვეს.

"ბუნებრივია, როცა თურქმენეთის მხრიდან არსებობს ასეთი მაღალი ინტერესი, საჭიროა საქართველოში უფრო აქტიური ქმედებების განხორციელება და უფრო აქტიური მუშაობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რათა საქართველომ ის შესაძლებლობა, რომელიც პრეზიდენტების დონეზე იქნა მიღებული, ეფექტურად გამოიყენოს", - განმარტა პრეზიდენტის მრჩეველმა.

გიორგი აბაშიშვილმა ის კონკრეტული პროექტებიც დაასახელა, რომელიც საქართველოს ჩართულობით განხორციელდება და ხაზი გაუსვა, რომ ისინი ჩვენ ქვეყანას არა მარტო ეკონომიკურ სარგებელს, პოლიტიკურ დაცულობასაც მოუტანს.

"როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს, არის თურქმენეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები, თურქმენული გაზის ევროკავშირში გადაადგილების საკითხზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოც აქტიურად იწყებს ამ პროცესში ჩართვას პროექტის შემდგომი რეალიზების კუთხით, რაც ჩვენ ქვეყანას დამატებით მოუტანს უმნიშვნელოვანეს სარგებელს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კუთხით. ამავე დროს, ამით საქართველო კიდევ უფრო მეტ როლს შეასრულებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს შეუძლია თურქმენეთს შესთავაზოს უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური პროექტების განხორციელება, მათ შორის ქართული პორტებით - ბათუმისა და ფოთის პორტებით სარგებლობა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც პრეზიდენტების ვიზიტის დროს გამოიკვეთა, შეეხებოდა სატრანსპორტო მიმართულებას, კერძოდ საუბარია ახალი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებაზე, რომლის ინიციატივაც ავღანურ მხარეს ეკუთვნის და რასაც ''ლაპის ლასულის'' პროექტი ითვალისწინებს. ამ პროექტით გათვალისწინებულია ტვირთების გადაზიდვა ავღანეთიდან თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპაში. როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება, გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ქვეყანას უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ დაცულობასაც უქმნის. ერთი სიტყვით, საქართველოს კონცეფციას - ქვეყანა ფორმირდეს სატრანზიტო დერეფნიდან ლოჯისტიკურ ჰაბად, თურქმენული მხარე მხარს უჭერს. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით, უმაღლეს დონეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვიზიტის ფარგლებში გამოითქვა იდეა ქართულ-თურქმენული ერთობლივი ბიზნესფორუმის ჩატარების შესახებაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42