როგორც გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ რომელიმე საპყრობილეში გადაცდომა დაფიქირდება, ამას რეაგირება მოჰყვება.
„ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნათ, ეს არის პირველ რიგში ღირსება. იმისთვის არ დაგვიბრუნებია ის, რომ უკან წავართვათ. თუ რაიმე გადაცდომას ჩაიდინს, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ. უნდა მიემართოს გენერალურ ინსპექციას და ეს ინფორმაცია იქნება დეტალურად შესწავლილი. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში რეაგირება მკაცრი იქნება“ - განაცხადა მღებრიშვილმა.
სახალხო დამცველმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ანგარიშის წარდგენისას ქალთა საპატიმროში დაწესებულებებში პატიმარი ქალების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედებების შესახებ ისაუბრა.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებაში ქალი პატიმრების მიღებისას მათ სრულად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას სთხოვენ.
ომბუცმენის 2014 წლის წლიური ანგარიშში პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათ შორის სასჯელაღრულების #5 დაწესებულებაზე გაამახვილა ყურადღება.
მასალის გამოყენების პირობები






