როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტში შს მინისტრის მოადგილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ამ ინსტიტუტის გამოყენებით კერძო სტრუქტურებში ჩარევა ხდება.
„ოდეერების ოფიცერი ასეთი სიტყვა ამოვიღეთ, მაგრამ რეგულაცია შევადგინეთ, რომელიც ოდეერების სამსახურის ფუნქციონირებას კიდევ უფრო აფართოებს და უკვე კანონით არის ასეთი მითითებების შესრულება სავალდებულო. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. თქვენ შემდგომში ეუბნებით იგივე ბანკებს, ტელევიზიებს, თუ სხვა რომელიმე უწყებას, რომ თქვენი ვალდებულებაა ამ საიდუმლო დოკუმენტში მოცემული ღონისძიებების გატარება და დაცვა - თუ გნებავთ ეს თქვენით გააკეთეთ, თუ არადა მოდი შემითანხმდი, ხელშეკრულება გამიფორმე, თანხა გადამიხადე და მე მოგივლენ თანამშორმელს, რომელიც ამას მოაგვარებს ისე, რომ ჩემთან პირადად იქნება ანგარიშვალდებული. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება არასწორია, განუსაზღვრელა დიდი ჩარევაა კერძო სტრუქტურების და ორგანიზაციების საქმიანობაში“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
ოდეერების პრობლემაზე საუბრობენ „თავისუფალი დემოკრატებიც“. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მიუხედავად დასახელება „ოდეერის“ გაქრობისა, პრობლემა არ მოგვარებულა.
მთავრობაში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას მოუსმინეს. მოსმენის შემდეგ განხილვის მთავარი თემა ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






