ამის შესახებ ქარდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი კანონი, რაზეც დღეს პრემიერმა ისაუბრა საჯარო სამსახურს პოლიტიკისგან გაათავისუფლებს.
"მოწესრიგდება საჯარო სამსახურში დასაქმების სისტემა, იგი გახდება უფრო გამჭვირვალე და უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან ნდობის ამაღლებას საჯარო სექტორის მიმართ. საჯარო სასმახურში დასაქმებულ მოხელეს ექნება მყარი გარანტიები. საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიულ საჯარო მოხელეს გათავისუფლება დაექვემდებარება მხოლოდ კანონში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს. წესრიგდება პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო და კონკრეტდება, რა შემთხვევაში გაიცემა დანამატი, ხოლო პრემია იქნება მხოლოდ წახალისების ფორმა და მიბმული სამუშაოს შესრულების შედეგებზე“ - აცხადებს ქარდავა.
კანონპროექტს, საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ, მინისტრთა კაბინეტი დღეს განიხილა და ის პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო და ბოლომდე მივა.
მასალის გამოყენების პირობები






