საუდის არაბეთის პრინცმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 დოლარი გამოყო
პოლიტიკა - 10:36, 03 Jul, 2015     2341

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილი პრინცის შესაბამისი წერილი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს გადაეცა.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს. გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ ქართველ ხალხს.
მძიმე დროს მეგობრები ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგანან. ფონდი Alwaleed Philanthropies ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც დახმარებას უწევს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს. გვწამს, რომ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია, ამიტომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოს ელჩს საუდის არაბეთში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფონდის მიერ გამოყოფილი 300.000 აშშ დოლარის ოდენობის შენატანის განხორციელება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვლოცულობთ თქვენი და ქართველი ხალხისთვის“ - აღნიშნულია საუდის-არაბეთის პრინცის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა.
საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თბილისში დატრიალებული სტიქიის შემდეგ საუდის არაბეთის პრინცთან 16 ივნისს საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ალ-ვალიდს მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. საუდის არაბეთის პრინცმა ელჩს საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის სახელზე სამძიმრის წერილი გადასცა. ელჩთან შეხვედრისას პრინცმა გამოხატა სურვილი საელჩოსთან კოორდინაციით დაზარალებულებს დახმაროს. პრინცი რეგულარულად ინტერესდება, თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის თაობაზეც საელჩო მას უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას. საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის 10 ივნისს ეწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42