საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-სა და კუბას შორის უახლოეს მომავალში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილებას მიესალმება.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს სჯერა, რომ აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს არა მარტო თანამშრომლობის ყველა სფეროში აშშ-კუბის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არამედ პოზიტიურად აისახება როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფოებს შორის დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი საკითხების გადაწყვეტას კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების გზით - საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების პატივისცემით, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






