თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
„fb-ზე ჩამოვიქროლე. ძალიან ძალიან ბევრი დამცინავი პოსტი ვნახე გამოცდებზე, შვილებზე შიგნით და მშობლებზე გარეთ.
ეს არა გვჭირს, ვერ ვხვდები, ასე ძალიან რატო გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩქოლვა.
იქნებ მივცეთ ერთმანეთს იმის უფლება ემოცია ისე გამოვხატოთ, დარდი ისე დავძლიოთ, სასიხარულო ისე ვიზეიმოთ რომ სრულიად ქვეყანამ ქოქოლა არ მივაყოლოთ ერთმანეთს.
რა თქმა უნდა მაშინვე ის გამახსენდა მე რომ გამოცდას ვაბარებდი. მახსოვს ავუკრძალე ჩემს მშობლებს იქ მოსვლა, მეგონა იმის განცდა რომ ისინი გარეთ იდგებოდნენ, ინერვიულებდნენ და სიცხისა თუ ემოციისაგან გულწასულები დამხვდებოდნენ მე შიგნით ბოლოს მომიღებდა და მხოლოდ ამაზე ვიფიქრებდი, ამიტომ ვთხოვე არ მოსულიყვნენ.
მაგრამ ბევრი ჩემი მეგობრის დედა იქ გარეთ იდგა, იმიტომ რომ მათ ეს ამხნევბდათ და აძლიერებდათ და თუ რამე ისე არ წავიდოდა შიგნით, იცოდნენ რომ გარეთ გამოსული საკუთარ ემოციას თავშესაფარს უცებ უპოვნიდნენ, დედას ჩაეხუტებოდნენ და დარდს მოერეოდნენ.
მგონია, ეს ამბები გვაქცევს ადამიანად.
დაცინვა და ქილიკი კი სრულიად უადგილოა
რაჩემისაქმეამაგრამთავივერშევიკავესმაილიკი“, - წერს ხიდაშელი.
მასალის გამოყენების პირობები






