"თავისუფალი დემოკრატები" თავდაცვის მინისტრს პასუხობენ
პოლიტიკა - 09:56, 03 Jul, 2015     1076
თინა ხიდაშელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის პარლამენტში მაშინ მივა , როცა ამის შესახებ არა ვირტუალურად, არამედ რეალურდ შეატყობინებენ, "თავისუფალი დემოკრატები" გამოეხმაურნენ.

"თავისუფალი დემოკრატების" თქმით მათ მინისტრი არა ვირტუალურად, არამედ ოფიციალურად დაიბარეს და შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიმართეს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, აუცილებელია, რომ ნდობის ჯგუფის ფორმატში ფრანგულ მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

„ეს საკითხი იწელება და ჩვენი მიზანია, რომ გავერკვეთ რამდენად განხორციელდა ის რაც უნდა განხორციელებულიყო. რაც უფრო ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე, მით უფრო ჩნდება ეჭვი, რომ ის რაც დაიწყო ირაკლი ალასანიას დროს არ არის განხორციელებული,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, თინა ხიდაშელმა პარლამენტში მის დაბარებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და განაცხდა, რომ იგი მზად არის დაესწროს ნდობის ჯგუფის შეხვედრას, მაშ შემდეგ, რაც ამის შესახებ არა ვირტუალურად, არამედ რეალურად შეატყობინებენ. "გამაგებინონ როდის არის, რომელ საათზე, სად - თბილისში, თუ ქუთაისში და მერე მოაწყონ ისტერიკა იმაზე, რომ თურმე სადღაცას დაბარებული ვყავარ, თუ უარს ვიტყვი იქ მისვლაზე."- განაცხადა ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42