26 ივნისის საღამოს კლუბ ”ვესტერნის” რაიონში, ”არკადიის” სანაპიროსთან ახლოს, უცნობმა მამაკაცმა პოლიციელებს ესროლა. 30 წლის უფროსი ლეიტენანტი რომან ტრუფკინი მიღებული ჭრილობების გამო ჰოსპიტალში გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი პოლიციელი კი ამჟამადაც სამედიცინო დაწესებულებაშია.
ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედმა ოდესის ”ჯანმრთელობის გზის” სიახლოვეს კატაკომბებთან ”მაკაროვის” პისტოლეტი დამარხა, კატაკომბებში კი სამართალდამცავებმა ვაზნებიც აღმოაჩინეს. როგორც ოდესელი სამართალდამცავები ვარაუდობენ, პატრულები შემთხვევით წააწყდნენ უცნობ მამაკაცს, რომელიც აღნიშნულ იარაღს მალავდა, ის სამართალდამცავების გამოჩენამ დააფრთხო და მათი მისამართით სროლა დაიწყო, რათა პოლიციელებისგან თავი დაეღწია.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით , "ТТ"-ს ტიპის პისტოლეტში არსებული ტყვიები გადაკეთებული იყო, თავდამსხმელმა ჰილზაში რეზინის ტყვიის ნაცვლად რკინის ტვია მოათავსა, ამიტომ როდესაც ის პოლიციელს მოხვდა სხეულში ფრაგმენტებად დაიშალა.
დანაშაულის ჩადენაში 35-40 წლამდე ასაკის მამაკაცია ეჭვმიტანილი. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოდ 200 ათასი გრივნა დაწესდა.
სამართალდამცავების ერთ-ერთი ვერსიით- უცნობი მამაკაცი ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას გეგმავდა, რომელიც , შემთხვევის ადგილიდან არც თუ ისე შორს, ”ჯანმრთელობის გზაზე” ყოველ დილით დარბის.
მასალის გამოყენების პირობები






