ამერიკის მხარდაჭერა არის ფასდაუდებელი- პრემიერი აშშ-ს დმაოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 20:37, 02 Jul, 2015     1182
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ ხალხს და განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

პრემიერის თქმით, ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული:

„"ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა არის მართლაც ფასდაუდებელი. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ამერიკას, ამერიკის მთავრობებს, რომლებმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში უდიდესი დახმარება გაუწიეს ქართველ ხალხს და საქართველოს და ეს დახმარება გრძელდება. მე მართლაც ვარ ამაყი, რომ ვართ მომსწრენი ამ უპრეცედენტო მხარდაჭერის ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. მინდა ყველა ამერიკელს მივულოცო დღევანდელი დღე, ხოლო მინდა განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ელჩ რიჩარდ ნორლანდს, რომელიც არის მართლაც გამორჩეული ელჩი, რომელიც მე ოდესმე მინახავს და რომელთანაც მიმუშავია. მინდა აღვნიშნო მისი და მისი ოჯახის განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული სამართლიანი ობიექტური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშილმა რიჩარდ ნორლანდის მოღვაწეობის ვადის ამოწურვის გამო სინანული გამოთქვა და ელჩს, წარმატებები უსურვა. "მაგრამ მე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და მადლიერებით აღვნიშნავთ მის მიერ გაწეულ სამსახურს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი, მინდა მას და მის ოჯახს ვუსურვო წარმატებები. აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი ელჩის ჩამობრძანებას საქართველოში. დარწმუნებული ვარ ისეთივე ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა მასთან, როგორც იყო რიჩარდ ნორლანდის შემთხვევაში", - განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42