შეხვედრა მხარეებს შორის ათენში გაიმართა. საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გასაცნობად ათენში საგანგებო ვიზიტით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ გურგენიძე ჩავიდა.
შეხვედაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრეს. მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც შეხვედრაზე იქნა მიღებული არის ის, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია შეიქმნება.
გეორგიოს ციპრასმა საქართველოს ხელისუფლებას ბერძენ ხალხის სახელით გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ რეფერენდუმის შემდეგ საბერძნეთში მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ქართველმა დიპლომატმა კოლეგას ის პრობლემები გააცნო რაც არსებულ ვითარებაში საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს შეექმნათ.
მინისტრის მოადგილე რამდენიმე საათში საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






