უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით რთული ვითარებაა. ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სახალხო დამცველი ფაქტებს დიდი სიზუსტით აღწერს, მაგრამ დასკვნების გამოტანას ვერ ახერხებს.
"სახალხო დამცველი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში არსებული დარღვევების აღწერას ვერ გაექცა. ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი მოცულობის მასალა, რომ ამის არ აღნიშვნა ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა. სამწუხაროდ ახალი ტენდენციები ფიქსირდება გაუარესების თვალსაზრისით. კერძოდ, ციხეებში რეკორდულადაა გაზრდილი თვითმკვლელობის რაოდენობა, რაც მაყურებლების პრობლემას უკავშირდება, სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი ფაქტებს აღწერს ძალიან დიდი სიზუსტით, ვერ ახერხებს დასკვნების გამოტანას და ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზებას" - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






