არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი „უცნაურის“ სტუმრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„უცნაური სტუმარი
კარზე კაკუნია, ზარი არა მაქვს. ვაღებ კარებს. ელეგანტურად ჩაცმული, მაღალი, ლამაზი მანდილოსანი-ბალზაკის ქალის ასაკის, არავის ჰგავს, კარზე რომ მოგადგებიან.
-გისმენთ-გაოცებული ვამბობ.
-მამა ანთიმოზი ბრძანდებით?
-დიახ,
-შეიძლება შემოვიდე?
-მობრძანდით,- გაოცებას დაბნევაც ემატება. მოუწესრიგებელი ვარ.
ჯდება სავარძელში და ჩანთას იხსნის. ლამაზი ჩანთაა. ფეხსაცმელს შევავლე თვალი. მაღალქუსლიანი, უხდება. გემოვნება აქვს.
-ჩაი, ყავა?
-ყავა ნალექიანი.- სამზარეულოში თუ რამე ვიცი ყავის მოდუღება))) სადღაც შოკოლადიც მაქვს.
ნელ-ნელა აზრზე მოვდივარ, მოუწესრიგლობა მაინც მაწუხებს. ხომ არ ვეტყვი მოვწესრიგდები და მოვალ-მეთქი)))
-მე თქვენი ფეისის მეგობარი ვარ, სხვა სახელით, ხშირად ვკითხულობ თქვენს სტატუსებს, უცნაური და კარგი ადამიანი ხართ და ძალიან მომწონხართ.
-მადლობა-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
-ვიცი, რომ მუხლი გტკივათ და ცოტა თანხა მოგიტანეთ-ჩანთა გახსნა, კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო.-უკაცრავად, უნდა წავიდე,-ყავა მოსვა და ადგა.
მოკრძალებით გავაცილე. სახელიც არ მითხრა.
დედა, რა იყო ეს?!“, - წერს არქიმანდრიტი.
მასალის გამოყენების პირობები






