ეკონომიკის მინისტრის თქმით, ციფრულ მაუწყებელზე გადასვლით საქართველო ახალ ეტაპზე გადავიდა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ინტენსიური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
"თბილისსა და მის შემოგარენის ფარგლებში მოხდა ტელევიზიის გათიშვას და რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეთ დროს არიან ადამიანები, რომლებიც არ ემზადებიან სათანადოდ ასეთი მომენტისთვის. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. არის გარდამავალი პერიოდი. ადამიანები, რომლებმაც დღემდე ვერ შეიძინეს ეს აპარატურა, სავარაუდოდ, ამ დღეებში შეიძენენ მათ. სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები შეიძინა და ეს მიიღო ყველა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირმა, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული. ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ არ აუღია და ფოსტის ოფისებშია განთავსებული ეს აპარატურა. ამ დღეებში მოხდება გაწოვა ამ აპარატურის უკვე მომხმარებლამდე. ამ მტკივნეულ პროცესს და ეს არის მტკივნეული პროცესი მალე გავივლით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






