ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სამართალდამცავების მიერ "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ხარატიშვილის თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციის დროს დაკავების ფაქტს დემოკრატიული პროცესების განვითარების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„როდესაც სამართალდამცავები პოლიტიკოსს მშვიდობიანი პოლიტიკური აქციის დროს აკავებენ, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აზრის თავისუფალი გამოხატვისა და ოპოზიციური შეხედულებების ეშინია. ამგვარი ფაქტი უკვე რამდენიმეჯერ განმეორდა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან კარგად გვახსოვს, თუ როგორ ამთავრებს ხელისუფლება, რომელიც ამგვარ მეთოდებს მიმართავს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ,“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






