სამართალდამცველებმა "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ხარატიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
„სამშენებლო ღობეზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ პალაკატის გაკვრაზე დაკავება სისტემურ ხასიათს იღებს. ხელისუფლება ბოოროტად იყენებს პოლიციის უფლებამოსილებას. ჯარიმის საფუძველი დაწერეს თვითმმართველობის იერსახის დამახინჯება, არადა პლაკატი „ცენტრ პოინტის“ სამშენებლო ობიექტის ღობეზე. როცა ვიღაის დაკავება გინდა, ესეთ აბსურდულ მიზეზებს ეძებ. ეს არის აბსურდულობის ზეობა, რადგან ავტორიტატული ნიშნები იკვეთება. მოვუწოდებ ყველა უფლებადამცველს, ვინც ცხრაწლიან პერიოდზე ლაპარაკობდა, ამას ყურადღება მიაქციონ“, - განაცხადა ხარატიშვილმა.
სამართალდამცველებმა თბილისის მერიასთან "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ხარატიშვილი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენობის დროებით ჯებირზე დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით პლაკატებს აკრავდა.
მასალის გამოყენების პირობები






