„დღეს გავეცანი ამ ინფორმციას.
ჩემი როგორც მოქალაქის, იურისტის და პოლიტიკოსის პოზიცია უკვე მრავალი წელია საყოველთაოდ ცნობილია და ვფიქრობ განსაკუთრებულს ვერაფესრ ვიტყვი.
ამჯერად უკვე როგორც თავდაცვის მინსტრმა მინდა მივმართო ყველას, ვისაც შესაძლოა რაიმე მტკიცებულება, მამხილებელი მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები გააჩნდეს წარსულში, თავდაცვის სამინისტროში ამ ან სხვა მსგავსი დანაშაულების შესახებ.
თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ არის ადგილი არც ერთ ადამიანის ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში. სახელმწიფოს პასუხი ასეთ შემთხვევბში სრულიად ცალსახა უნდა იყოს და ამ ადამიანებმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.
ამასთანავე, ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერ დაუსაბუთებელი ბრალდება რომელიც ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს და სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მისი როგორც უწყების, ასევე ყოველი თანამშრომლის, ოფიცრის ღისების დასაცავად.
შესაბამისად, მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს ვინც ფიქრობს რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ მოგვაწოდონ სამინისტროში.
პირადად ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისათვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია ვიდრე ვიდგე უწყების ღირსების სადარაჯოზე და შესაბამისად, უმწიკვლოდ ვემსახუროთ საქართველოს.
სწორედ ამიტომ მზად ვარ ხვალიდან შევხვდე ნებისმიერ ადამიანს ვინც კიდევ ერთხელ ვაცხადებ ფლობს მტკიცებულებებს, უტყუარ ინფორმაციას და დაგვეხმარება დამნაშვეების დასჯასა და მსგავსი ტიპის მძიმე საქმეებზე პასუხის გაცემაში“, - წერს ხიდაშელი.
ნანა თეთრაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც მისი ქმრის წამებაში მონაწილეობდნენ, თავდაცვის სამინისტროში ახლაც თანამდებობებზე არიან.
„როდესაც ალასანია თავდაცვის მინისტრი იყო, ჩემს ადვოკატ მაგდა კოტრიკაძესთან ერთად შევხვდი. 26-კაციანი სია გადავეცით, რომელთა გვარები გამოძიების პროცესში გამოიკვეთა. მაგრამ... დღეს ალასანიას წარმომადგენელი ამბობს, სერგო თეთრაძის საქმეში არცერთის ბრალეულობა არ დადასტურდა და თავდაცვის მინისტრი ვალდებული იყო, ისინი სამსახურში აღედგინაო..." - აცხადებს თეთრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






