სტიქიით დაზარალებულთათვის თანხების გაცემის შესახებ დოკუმენტი მერიიდან საკრებულოში ამ დრომდე არ გადაგზავნილა. ამის შესახებ საკრებულოში დახურული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც მერიის მაღალჩინოსნები და უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეების ნაწილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, მეორე ნაწილი კი აცხადებდა, რომ რიგ საკითხებზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეოს და შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაკმაყოფილებული.
მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებით საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს შენიშვნები აქვს. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ კომპენსაცია უნდა მიიღონ იმ პირებმაც, ვისაც დაუზღვეველი ავტომობილები დაუზიანდათ.
მასალის გამოყენების პირობები






