„პლანიც“ გასინჯული მაქვს და ჩემზე ბევრად უფრო დიდ ბიჭებთანაც „ვზასაობ“ უკვე ორი წელია"
პოლიტიკა - 21:30, 01 Jul, 2015     14309

შეიძლება, ბევრმა გამამტყუნოს ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, მაგრამ, მხოლოდ ისინი გამიგებენ, ვისაც ჩემნაირი ბავშვობა და თინეიჯერობა ჰქონდა.

ვარ დედისერთა, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, ძალიან ლამაზი და ნიჭიერი გოგო. ვსწავლობ თბილისის ყველაზე ძვირიან სკოლაში და ყველა საგანში სახლში დამიდის კერძო მასწავლებელი. მარტო იმაში არ მამზადებენ, რაც ყველაზე ძალიან მინდა და მეხერხება – ცეკვაში და სიმღერაში.

მყავს ძალიან ახალგაზრდა მშობლები, რომლებიც, მართალია, სიყვარულით შეუღლდნენ, მაგრამ, პრაქტიკულად, რაც თავი მახსოვს, არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან, რადგან ორივეს თავისი პირადი ცხოვრება აქვს. მამაჩემი, საერთოდ, თვეში ორ-სამ ღამეს თუ გაათენებს სახლში, დედაჩემმა კი არც კი იცის, სად ათენებს და აღამებს მისი ქმარი, არც აინტერესებს და, რაც მთავარია, არც აღელვებს. ვერ გეტყვით, რომ ჩხუბობენ ხოლმე, მაგრამ, არანაირი საერთო არ აქვთ, შვილის გარდა, თუმცა, არც მე ვაინტერესებ არცერთს. ალბათ, თავისებურად ორივეს ვუყვარვარ, მაგრამ მერვეკლასელი გოგო, ერთადერთი შვილი, ღამის 12 საათამდე სახლში რომ არ მოვა და არც დედამ იცის მისი ადგილსამყოფელი და არც მამამ, რა ჰქვია ამას?

ჩემს მეგობრებთან რომ მივდივარ სახლში, ვაღიარებ, შურისგან ლამის გული გამისკდეს, როცა მშობლებთან მათ ურთიერთობას ვუყურებ. დედები თავიანთი შვილებისა და მათი მეგობრების დაქალები არიან. მე, მაგალითად, გაცილებით უფრო თავისუფლად და გულახდილად შემიძლია, მათ გადავუშალო გული და ვუთხრა ჩემი სატკივარი, ვიდრე დედაჩემს, რომელსაც ძალიან მაგარი დედა ჰგონია თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ძვირიან სკოლაში მიმიყვანა და ასი კერძო მასწავლებელი ამიყვანა. სამაგიეროდ, წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ სანახევროდ სკოლასაც ვაცდენ და კერძო გაკვეთილებსაც. მაგრამ, ესაც არ არის ყველაფერი. ისეთი პროტესტის გრძნობა მაქვს მშობლების ცხოვრების წესის მიმართ, რომ ხანდახან მგონია, ვერცერთს ვერ ვიტან. რამდენჯერ ტირილში დამთენებია თავზე იმის გამო, რომ რაღაც პირადი პრობლემები მქონია და არავის ეცალა ჩემთვის. ამ ყველაფერმა საშინლად გამიფუჭა ხასიათი და ყველასა და ყველაფრის მიმართ აგრესიული გამხადა. ძალიან მაღიზიანებს ორივეს თვითკმაყოფილი სახეები, როცა უცხო ადამიანებთან ტრაბახობენ, როგორი მაგარი მშობლები არიან და როგორი გეგმები აქვთ ჩემს მომავალთან დაკავშირებით, ის კი არ იციან, რომ შეიძლება კლასში დავრჩე ან, სულიც, სკოლიდან გამრიცხონ, რადგან თითქმის ყველა საგანში ორიანი გამომყვა. არც იმის აზრზე არ არიან, რომ მეექვსე კლასიდან ვეწევი სიგარეტს, „პლანიც“ გასინჯული მაქვს და ჩემზე ბევრად უფრო დიდ ბიჭებთანაც „ვზასაობ“ უკვე ორი წელია. თქვენ გგონიათ, მომწონს ეს ყველაფერი? მე თვითონაც გული მერევა ამაზე, მაგრამ, იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემი მშობლები გავამწარო – იქნება, ამას რომ გაიგებენ, მაშინ მაინც გაახსენდეთ, რომ შვილი ჰყავთ, რომელსაც დედისა და მამის მზრუნველობა და სითბო ენატრება.

ანასტასია, 14 წლის.

წყარო: "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42