„როგორ აპირებს ქართული მხარე მოახდინოს რეაგირება, ისევ თავი უდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ ჯობია ტყემალი გავყიდოთ და ადამიანები დაიხოცნონ საპატიმროებში, ისე რომ აქეთ ვერ გადმოვცეთ, თუ რაღაც ინტერაქტიული დიალოგია საჭირო რუსულ მხარესთან,“ - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთი საქართველოსთან პატიმრობაში მყოფი პირების გადაცემის შესახებ შეთანხმების გაწყვეტას აპირებს. რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართავს, რომ შესაბამისი შეტყობინება ქართულ მხარეს გაუგზავნოს. მთავრობის შესაბამის დადგენილებას მედვედევმა ხელი უკვე მოაწერა. შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის 1996 წლის 19 მარტს გაფორმდა. შეთანხმების გაუქმების ინიციატივა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. ინიციატივას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლოც ეთანხმება.
მასალის გამოყენების პირობები






