გავრცელებული ინფორმაციით სხდომის დაწყების დაგვიანების მიზეზი დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობა გახდა. დღევანდელ სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, უმრავლესობა კი ქვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობის მოგროვებას ცდილობს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თემაზ მეჭიაურის თქმით, ბიუჯეტის კორექტირება არ შეეხება სოცილაურ პროექტებს.
"საშემოსავლო ნაწილი იზრდება 25 მილიონით, ხარჯვითი ნაწილი კი უცვლელი რჩება. საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 200 მილიონით, რაც გამოწვეულია ეკონომიკური მაჩვენებლის 2 % მდე შემცირბით,“-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, სამინისტროები ხარჯებს საკუთარი რეზერვების დაზოგვის ხარჯზე შეამცირებენ.
„დაახლოებით 70 მილიონზე მეტი არის თვითონ სამინისტროებში ხარჯების შემცირება, ასევე ერთი ამდენია გარე პროექტებით დაფინანსებული პროგრამები. საერთო ჯამში შს სამინისტროს დაახლოებით 10 მილიონი ლარით შეუმცირდება ბიუჯეტი, ხოლო თავდაცვის სამინისტროს დაახლოერბით 5-6 მილიონის ფარგლებში. ეს ხდება ძირითადად რეზერვების ხარჯზე“ - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






