პარლამენტში რიგგარეშე სესია ქვორუმის არარსებობის გამო ამ დრომდე ვერ იწყება. ცნობილია, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. როგორც „ნიუპოსტს“ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ისინი პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხელისუფლება მათ საარჩევნო სისტემი საკითხზე არ ესაუბრება.
„თუ ხელისუფლებას ჩვენთან საუბარი არ უნდათ საარჩევნო სისტემაზე, თვითონ გახსნან სესია. თუ გახსნიან სესიას ჩვენ ამ სესიებში მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენ ისედაც არ ვართ პარლამენტშ, როგორც ვიცით არც „ნაცოონალური მოძრაობა“ იმყოფება იქ. წინა კვირას როდესაც გავდიოდით რეგისტრაციას, ეს იყო განპირობებული იმით, რომ პარლამენტში განიხილებოდა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების საკითხი. ეხლა ხელისუფლება თავისი უნიათობით ცდილობს მიიღოს ისეთი კანონები, რომელსაც არ ვეთანხმებით. ასევე არ გვესაუბრება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ჩიქოვანმა.
პარლამენტში დღეს 2014 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიშის მოსნენას და მთის კანონის განხილვას აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






