დევნილთა სამინისტრომ 79 დევნილის საქმე პროკურატურას გადაუგზავნა
პოლიტიკა - 13:09, 01 Jul, 2015     1547
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 79 დევნილის საქმე შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამინისტროში მოქმედმა კომისიამ განიხილა იმ დევნილთა შემთხვევები, რომლებმაც გაყალბების გზით მიიღეს დევნილის სტატუსი და ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან აღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია - ასეთი სულ 23 ოჯახია. ამ ოჯახებს, სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილებით , ოჯახის წევრებთან ერთად, ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი. ოჯახის წევრებმა კი კომისიასთან გასაუბრების შედეგად აღიარეს, რომ არ იყვნენ დევნილები, გაყალბებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი და ითხოვდნენ, მათზე ამოქმედებულიყო 2013 წლის 30 დეკემბრის ამინისტია.

კომისიამ განიხილა რ.ქ.-ს საქმე, რომელმაც 2004 წელს ა.კ.-ს სახელით აიღო აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი და თბილისში, ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში დაირეგისტრირა საცხოვრებელი ფართი, რომელიც 2012 წლის 11 სექტემბერს საკუთრებაში გადაეცა, რასაც საჯარო რეესტრის ამონაწერიც ადასტურებს. 2015 წლის მარტში კი ვინმე რ. ქ.-მ მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ა. კ.-ს სახელზე დარეგისტრირებული საკუთრების მის სახელზე გადაფორმება იმ მოტივით, რომ ა. კ. და რ.ქ. ერთი და იგივე პიროვნება იყო.

კომისიამ ასევე იმსჯელა იმ დევნილთა შესახებ, რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია და პარალელურად, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდათ. ერთ შემთხვევაში, კომპენსირებულია 8 ოჯახი, ბინა და კომპენსაცია ერთსა და იმავე პირზეა გაცემული, მეორე შემთხვევაში კი დაკანონებული და კომპენსირებულია 48 ოჯახი, თუმცა, ბინა და კომპენსაცია ოჯახის სხვადასხვა წევრზეა გაცემული.

აფხაზეთიდან დევნილი ჯ.მ. -ს დევნილის სტატუსი 1996 წლის 21 აპრილს მიენიჭა. ის სასტუმრო ,,ივერიადანაა“ გამოსახლებული და მიღებული აქვს კომპენსაცია - 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. ამჟამად, ჯ.მ. ოჯახთან ერთად დევნილად რეგისტრირებულია ქ. თბილისში და მას საცხოვრებელი ფართი 2012 წლის 31 ოქტომბერს საკუთრებაში გადაეცა, რასაც საჯარო რეესტრის ამონაწერიც ადასტურებს. აღმოჩნდა, რომ ამ პიროვნებას, ერთ შემთხვევაში მიღებული აქვს კომპენსაცია სასტუმრო ,,ივერიადან“, ხოლო მეორე შემთხვევაში, დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი.

სარეგისტრაციო კომისიამ მიიჩნია, რომ შესაძლოა, აღნიშნული შემთხვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ ეს საქმეები მოკვლევისთვის საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამნეტთან აქტიური ურთიერთანამშრომლობის შედეგად, დააკავა მოქალაქე რამაზ არონია.

მოქალაქე რამაზ არონია, რომელიც თავადაც აფხაზეთიდან დევნილია, თაღლითური გზით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახლის შეძენის პროცესში დახმარების აღმოჩენის მიზნით მოქალაქე ლ.ქ.-ს 2 000 ლარს სძალავდა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრო მიმართავს იძულებით გადაადგილებულ პირებს-დევნილებს, რომ არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ დაპირებებს და აფრთხილებს, რომ მხოლოდ დევნილთა და განსახლების სამინისტროში მოქმედი კომისიაა უფლებამოსილი ორგანო, რომელიც კრიტერიუმების შესაბამისად ანაწილებს საცხოვრებელ ფართებს. კომისიის მუშაობაში, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა ჩართულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ღიაა მედიისთვისაც.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42