ფხალაძის თქმით, რუსეთის მხრიდან შეთანხმების გაწყვეტა მოულოდნელი არ იქნება, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ეს ქვეყანა საქართველოს მიმართ მრავალი წელია ატარებს.
"არ მგონია, რომ იმ რეალობის შემდეგ, რომელიც ჩვენ ამდენი წელია გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან ამ ხელშეკრულების გაუქმება უნდა გაგვიკვირდეს. მაშინ როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის წინააღმდეგ იგეგმება გაცილებით უფრო საშიში ნაბიჯები, ამ ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გაგვიკვირდეს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს ყველაფერი ჯდება იმ პოზიციაში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამწუხაროდ ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში" - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმება, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის 1991 წელს გაფორმდა იმ პირების გადაცემას ეხება, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და იხდიან სასჯელს. აღნიშნული შეთანხმების გაუქმების ინიციატივით რუსეთის იუსტიციის სამინისტრო გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






