"ბავშვებს რძის პროდუქტი და ხილი ენატრებათ, ერთ გოგოს ტანსაცმელი არ ჰქონდა და მუნი დაემართა"
პოლიტიკა - 11:44, 01 Jul, 2015     1705
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ხელმძღვანელი თეონა ჭალაძემ გადაცემა "არჩევანში" სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა მდგომარეობაზე ისაუბრა, რომლებიც 13 ივნისის შემდეგ სხვადასხვა სასტუმრობეში ცხოვრობენ და ბოლო დღეებია კვებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ შექმნილნი:

"14 ივნისის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ ამ ოჯახების და მათი თითეული წევრის მდგომარეობას. ვხვდებით ბავშვებს და იცით ისინი რას გვაბარებენ?-არა სპაიდერმენისა და ბარბის თოჯინებს, არამედ რძის პროდუქტებსა და ხილს, რაც მათ დღეებია თვალად არ უნახავთ. ვსვამ კითხვას, ამ ადამიანებს სტიქიიდან 2 კვირის შემდეგ კვება არ უნდათ? სად წავიდა ის საკვები პროდუქტები და რატომ არ მიდის ამ ადამიანებამდე, რაც დასაწყობებული იყო გამგეობებში? ყველაზე საინტერესოა მაგალითად ჩემთვის ის, რატომ ხდება დაზარალებულების სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა. მაგალითად ნაწილი ბავშვებისა შეიყვანეს პატრიარქთან, ნაწილი დატოვეს, რატომ? ისინიც ხომ დაზარალებულები არიან? ხდება ისეც, რომ ზოგ ოჯახს მეტი ყურადღება ექცევა, ზოგს ნაკლები.ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მათ ვინც ცოტანი არიან ამა თუ იმ საცხოვრებელში.
გარკვეულ ოჯახებს საჭმელების გაკეთება არ შეუძლიათ იმიტომ, რომ არც პროდუქტი აქვთ და არც ტექნიკა, საჭმელსაც კი ვერ აცხელებენ. იაშვილში იმყოფება გოგო, რომელიც ტანსაცმელი ვერ გარეცხა და მუნით დაავადდა. მედიკამენტებს ვერ იღებენ. ერთ-ერთ დაზარალებულს ყელი ჰქონდა გასიებული, ტკივილებს უჩივოდა, ჩვენ გვითხრა, რომ დახმარების თხოვნით მერიას მიმართა და ერთი თვის განმავლობაში მიიღებდა პასუხს. მე პირადად დავინტერესდი ამ ამბით და ვუამბე თბილისის მერს, რომელმაც პრობლემის მოგვარება დაიწყო,""-განაცხადა ჭალიძემ.

გადაცემაში ჩართვისას დაზარალებულები ზირითადად ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასა და გაურკვევლობაზე ისაუბრეს, რომელშიც ისინი ამ დღეების განმავლობაში იმყოფებიან.

ერთ-ერთი დაზარალებული ქალბატონის თქმით, მას უკვე დღეებია პურიც კი არ მიეწოდება: შესული ვიყავით ქირით მე და ჩემი მცირექლოვანი შვილი, მაგრამ ბინის მეპატრონემ მომთხოვა, რომ დამეცალა ბინა, რადგან მას არ ჰქონდა გარანტია ხელისუფლებისგან, გადაუხდიდნენ თუ არა ქირას. გადმოვედით დედაჩემის ბინაში, რომელიც ახლოსაა სტიქიის ზონასთან. დაახლოებით ათი დღეა პურიც არავის მოუტანია ჩვენთვის. მითუმეტეს ნათქვამი მქონდა გამგებლისთვის, რომ გზის ფულიც არ მქონდა და ვერ ვახერხებდი გამგეობაში მისვლას. თუმცა, ამაზე არავის რეაგირება არ მოუხდენია".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42