დავით ნარმანია სასტუმრო „მერკურის“ გახსნას დაესწრო
პოლიტიკა - 09:25, 01 Jul, 2015     1064

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „მერკურის“ გახსნას დაესწრო. „მერკური“ფრანგული „აკორჯგუფში“ შემავალი ბრენდია. ოთხვ არსკვლავიანი სასტუმრო გორგასლის №9-ში მდებარეობს.

როგორც თბილისის მერმა სასტუმროს გახსნაზე აღნიშნა, სასტუმრო „მერკურის“ გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოველდღიურად იზრდება ინტერესი თბილისის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ტურისტული პოტენციალის მიმართ. დავით ნარმანიამ სასტუმროს ადმინისტრაციას სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სასტუმრომ 38 ადამიანი შეიფარა და დაზარალებულებისთვის მედიკამენტები შეიძინა.

„პირველ რიგში, თბილისის მთავრობისა და თბილისელთა სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო სასტუმროს მეპატრონეებსა და ადმინისტრაციას, რომლებმაც თბილისში მომხდარი სტიქიის დღეებში დიდი მხარდაჭერა გაგვიწიეს და სასტუმროს ოფიციალურ გახსნამდე 38 დაზარალებული ადამიანი შეიფარეს, ხოლო სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული დაზარალებულებისთვის მედიკამენტები შეიძინეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურა თბილისში სწრაფად ვითარდება და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

„ამდენად, ჩვენ ყოველმხრივ მივესალმებით ინვესტორთა აქტიურობას და ვცდილობთ, შევუქმანთ მათ საქმიანობის კომფორტული პირობები. გარდა ამისა, თბილისის მერიას აქვს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ბოლო 8 თვეში 4 ახალი სასტუმრო გავხსენით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„მერკური“ 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელია, ბიზნესმოგზაურობისა და დასვენებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით მერკურის ბრენდის ქვეშ 750 სასტუმრო ფუნქციონირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42