რაც შეეხება კომპენსაციას, ის ოჯახები, რომელთაც დონორი ორგანიზაციებისგან, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან საოჯახო ნივთები არ მიუღიათ, პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთების შესაძენად 5000 ლარს მიიღებენ.
ამასთან, პირველადი საჭიროების ნივთებისთვის ოჯახის თითოეული წევრი 250 ლარს მიიღებს. სახელმწიფო ამ თანხას იმ შმეთხვევაში გასცემს, თუ მათ კერძო სექტორისგან დახმარება არ მიუღიათ.
ვიცემერმა ირაკლი ლექვინაძემ „არჩევანში“ საუბარისას აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტის საბოლოო ვერსია არ არის. მისი თქმით, სტიქიით 161 ოჯახი და 700-მდე ადამიანი დაზარალდა, ხოლო შემოწირულობის სახით 25 მლნ-მდე თანხა შეგროვდა. როგორც მან აღნიშნა, ზარალის ანაზღაურების წესის შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
”"ამ დოკუმენტს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით. 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავეთ და პრობლემებს გავუმკლავდით. მეორე გამოწვევა ამ ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა. 25 მილიონზე არის დაახლოებით საუბარი. ამ თანხის განაწილებისთვის ვარეგულირებთ წესს, რომლის მიხედვითაც თანხები გადანაწილდება. დაზარალებულებთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს. ეს პროცესი უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. სტიქიის ზონა უნდა განისაზღვროს. ველოდებით სპეციალისტების დასკვნას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ცხოვრებისთვის საშიში ზონა. ამის შემდეგ დასრულდება ზარალის სრული მოცულობა და მოხდება ადეკვატური დახმარება. სტიქიის ზონიდან გარკვეულ პერიმეტრზე დაითვლება კვადრატულის ფასი, შეფასდება დაზიანებული ან სრულიად განადგურებული სახლის ადეკვატური ღირებულება და, შესაბამისად, გაიცემა კომპენსაცია," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






