"საქმე პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. 6 წლის გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი. თითის დაქნევა იქნება UEFA-გან. ცუდი რაღაც შეიძლება ამ პრობლემამ გამოიღოს. UEFA -ს ასეთი დონის მატჩის ბილეთები სალაროში არასდროს არ გაუყიდია. ამ ყველაფრის გამო ისტორიაში ნამდვილად შევედით," - აცხადებს ზვიად სიჭინავა.
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხვალიდან ფედერაცია სუპერთასის ორგანიზების პროცესში ჩართულ ყველა კომპანიას დაუკავშირდება და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოიძიებს.
"მოხდება ყველა კომპანიის შემოწმება, ვინც ამ პროცესში არის ჩართული. დეტალურად შევისწავლით მათ საქმიანობას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი პრობლემები," - აცხადებს ზვიად სიჭინავა.
სიჭინავა რეზი არველაძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ biletebi.ge-ის გარშემო განვითარებულ პროცესებში საგამოძიებო სტრუქტურები უნდა ჩაერთოს. ზვიად სიჭინავამ ვერ დააკონკრეტა, რატომ დადგა ასეთი მოთხოვნა და ვის ინტერსებში შედიოდა პროცესების ასე განვითარება.
„გარკვეული ეჭვები გაჩნდა, თუმცა ვერ გეტყვით, ვის ინტერესში შედიოდა ეს ყველაფერი. იყო მცდელობები რაღაც საბოტაჟის. ონლაინრეჟიმში გაჩნდა რაღაც საიტები, რომ, თუ არა გაქვთ ქართუ ბანკისბარათი, ბილეთს ვერ იყიდი, რაღაც მაიმუნობას ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა ზვიად სიჭინავა.
მასალის გამოყენების პირობები






