ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე კი ცხადიაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ამბობს რომ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულთან დაკავშირებით სხდომაზე საკითხს თავადვე დააყენებს, რადგან მისი მოადგილის პოსტი პოლიტიკური თანამდებობაა და ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი ამ პოსტზე არ უნდა მუშაობდეს. რაც შეეხება გუბერნიის აპარატის და ძალოვანი უწყების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას შუბითიძე ამ ფაქტს არ ადასტურებს. "ალასანიამ რომ დატოვა პოსტი თუ გახსოვთ მაია ფანჯიკიძე თავისით წავიდა, მას არავინ არ ათავისუფლებდა, მაგრამ მაინც წავიდა. როცა მიდის შენი ხელმძღვანელი, უნდა გაყვე ასეთი წესია. ეს არის პოლიტიკური თანამდებობები. როცა კოალიციიდან გადიხარ, უნდა იცოდე, რომ თანამდებობაზე სხვა ჩაგანაცვლებს. 9 თვე იყო კიდე მაგას არავინ არ ჰკიდებდა ხელს, მაგრამ ესხმიან თავს პრემიერ-მინისტრს და ბიძინა ივანიშვილს. თან თანამდებობაც უნდა და თან ოპოზიციაშიც ყოფნა"-აცხადებს ,,ნიუპოსტთან“ ვაჟა შუბითიძე.
ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია მოცემულ შემთხვევაში პოლიტიკურ დისკრიმინაციას ხედავს, საიას გორის ოფისში მზად არიან საჭიროების შემთხვევაში ცხადიაშვილს ადვოკატირება გაუწიონ. "იყო სასამართლო პრაქტიკა, ახალციხის სასამართლოს მიერ იქნა ეს პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვითაც ალასანიას პარტიის წევრი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული ის სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა. კარგი იქნება თუ ეს სასამართლო პრაქტიკა ხაშურის საკრებულოს მიერ გაზიარებული იქნება."-აცხადებს საიას გორის ოფისის თავმჯდომარე ქეთი ბებიაშვილი.
მას შემდეგ რაც ირაკლი ალასანიამ კოალიცია დატოვა შიდა ქართლში ათობით მისი თანაგუნდელი დარჩა სამსახურის გარეშე. შეემატება თუ არა მათ რიცხვს გიორგი ცხადიაშვილი სწორედ 6 ივლისს გახდება ცნობილი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად 6 დეპუტატის ინიციატივაა საჭირო. იმისთვის რომ ცხადიაშვილი გადააყენონ საკრებულოს 28 წევრიდან საკითხს 15 მაინც უნდა დაუჭიროს მხარი. ხაშურის საკრებულოში ფრაქცია ქართულ ოცნებაში 14 დეპუტატია გაერთიანებული ხოლო დანარჩენ 14 ადგილს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები იკავებენ. გიორგი ცხადიაშვილი გათავისუფლების შემთხვევაში საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






